LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზა, ნიკა, მაიამი: ფაჩულია და ბასილაშვილი ერთმანეთს შეხვდნენ (ფოტო)

186
1552545179-53248449_2313712712009029_5107997535616630784_n

NBA-ის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში ზაზა ფაჩულიას „დეტროიტი“ სტუმრად ეთამაშა „მაიამის“ და დიდი სხვაობით დამარცხდა – 74:108.

ზაზამ თითქმის 14 წუთი ითამაშა და ამ დროში 4 ქულა აიღო, რასაც 6 მოხსნა და 3 გადაცემა მიუმატა. ჩვენთვის დამატებით საინტერესოა ის ფაქტი, რომ შეხვედრას დაესწრო კიდევ ერთი წარმატებული ქართველი სპორტსმენი – ჩოგბურთელი ნიკა ბასილაშვილი.
თამაშის შემდეგ ზაზა და ნიკა ერთმანეთს შეხვდნენ და ფოტოებიც გადაიღეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები