LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზა ფაჩულია კობი ბრაინტზე: “ბევრი გატეხილი გული…მადლობა მოგონებისთვის“

430
1580073739-5e2e04221aaf9

სპორტული სამყარო ლეგენდარული კალათბურთელის, კობი ბრაიანტის გარდაცვალებას გლოვობს. ბრაიანტის დაღუპვის ამბავს ცნობილი ქართველი კალათბურთელი ზაზა ფაჩულიაც გამოხმაურა.

„ძალიან ადრე, ძალიან სამწუხაროა. ძალიან ბევრი, გატეხილი გული, ძალიან ბევრი ცრემლი. მადლობა ძალიან ბევრი მოგონებისთვის“ – წერს ფაჩულია” ინსტაგრამის” გვერდზე.

https://www.instagram.com/p/B7zAlINnQGD/?utm_source=ig_embed

მანამდე ქართველმა კალათბურთელმა ტვიტი გამოაქვეყნა.

“არ შეიძლება ეს სიმართლე იყოს”- წერს ფაჩულია Twitter-ზე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, კალიფორნიაში, კობი ბრაიანტი და მისი 13 წლის შვილი ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპნენ. როგორც საერთაშორისო მედია წერს, ამჟამად, 5 ადამიანის გარდაცვალებაა დადასტურებული. ცნობილია, რომ ბორტზე არ იყო მისი ცოლი, ვანესა ბრაიანტი.

კობი ბრაიანტი ავიაკატასტროფაში დაიღუპა

ვერტმფრენი, რომელშიც კობი ბრაიანტი იმყოფებოდა ლოს ანჯელესის კალაბასას გარეუბანში ჩამოვარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები