LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ზაზა დიდებული მასპინძელია“ – NBA-ის ვარსკვლავი საქართველოს სტუმრობს

452
y70y

ლეგენდარული გერმანელი კალათბურთელი დირკ ნოვიცკი საქართველოში ისვენებს. NBA-ის ლე­გენ­და ზაზა ფა­ჩუ­ლი­ას აკადემია დაათვალიერა, რის შემდეგაც ახალგაზრდა კალათბურთელებს შეხვდა და მათ საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.

დირკმა აკადემიას და ახალგაზრდებს მომავალში წარმატება უსურვა და პატარა კალათბურთელების შეკითხვებს უპასუხა.

მსოფლიო კალათბურთის გერმანელი ვარსკვლავი, დირკ ნოვიცკი საქართველოში ზაზა ფაჩულიას მოწვევით ჩამოვიდა. მან აკადემიაში აღსაზრდელების შე­კი­თხვებ­ს უპა­სუ­ხა და ვიდ­რე საქ­მე ავ­ტოგ­რა­ფე­ბამ­დე მი­ვი­დო­და, უზარ­მა­ზა­რი ტორ­ტიც გაჭ­რა.

“საქართველოში შესანიშნავ დროს ვატარებ, ორი დღეა რაც აქ ვიმყოფები, ზაზამ დიდებულად გვიმასპინძა”- აღნისნა კალათბურთელმა.

როგორც ჩანს, დირკ ნოვიცკი თბილისის მერსაც შეხვდა. ერთობლივი ფოტო კახა კალაძემ საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე გამოაქვეყნა.

 

ცნობისთვის, NBA-ის ყველა დროის ყველაზე შედეგიანმა უცხოელმა მოთამაშემ აქტიური საკალათბურთო კარიერა სამიოდე თვის წინ დაასრულა „დალას მავერიკსში“, სადაც 21 წელი გაატარა და არა მარტო ამ კლუბის, მთლიანად ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე გახდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები