LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაქარია ქუცნაშვილს დეპუტატის მანდატი თვის ბოლომდე გაუუქმდება

169
ქუცნა

თიანეთის, დუშეთისა და ყაზბეგის ოლქში არჩეული დეპუტატის – ზაქარია ქუცნაშვილის მანდატთან დაკავშირებით პარლამენტი გადაწყვეტილებას ივლისში მიიღებს. საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი განმარტავს, რომ უფლებამოსილების შეჩერებას 76 დეპუტატის თანხმობა სჭირდება. მისი თქმით, ამ შემთხვევაში, რადგან ქუცნაშვილს თავად აქვს გადაწყვეტილება მიღებული, მის მიმართვას დეპუტატები სავარაუდოდ კენჭისყრის გარეშე ცნობად მიიღებენ.  

თუ საჭიროა, მე ვიქნები პასუხისმგებელი პირი - ზაქარია ქუცნაშვილი

ის, რომ სხდომა წაიყვანა არა ბერძენმა გენერალურმა მდივანმა, არამედ რუსმა დეპუტატმა, შეიძლება, აქ იყო დაშვებული შეცდომა

ეს პროცედურა რიგგარეშე სესიის ფარგლებში დასრულდება. ქუცნაშვილის მანდატის გაუქმების შემდეგ პარლამენტში მისი ადგილის შესავსებად, როგორც ცნობილია, შუალედური არჩევნების ჩატარება არ იგეგმება.

დეპუტატი მანდატს 20 ივნისს განვითარებული მოვლენების გამო ტოვებს.

შეგახსენებთ, ქუცნაშვილი იყო იმ საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ორგანიზატორი, რომლის ერთ-ერთი მონაწილე, რუსი დეპუტატი გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში აღმოჩნდა. 

კობახიძემ მითხრა, რომ მიღება იქნებოდა უმაღლეს დონეზე - გავრილოვი

გავრილოვის თქმით, მათ უსაფრთხოების წერილობითი გარანტიებიც ჰქონდათ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები