LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაფხულში ტემპერატურამ შესაძლოა 40 გრადუსს მიაღწიოს: სინოპტიკოსების პროგნოზი

124
batumplaj

საქართველოში ზაფხულში ტემპერატურა შესაძლოა ნორმაზე მაღალი იყოს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ერვნული სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, ცალკეულ დღეებში ტემპერატურა 40 გრადუსსაც მიაღწევს.

“2020 წლის ზაფხულის პერიოდში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, აღმოსავლეთ ევროპის და კავკასიის რეგიონებზე ზაფხულის ამინდის ფორმირებაზე დომინანტურ როლს წყნარ, ატლანტიკის და ინდოეთის ოკეანეებში მიმდინარე და მოსალოდნელი პროცესები შეასრულებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, ზაფხულის პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე ჰაერის საშუალო ტემპერატურა ნორმაზე 1-2 გრადუსით მაღალია მოსალოდნელი, ნალექების რაოდენობა კი აღმოსავლეთ საქართველოში საშუალო მრავალწლიურ რაოდენობაზე ნაკლები, ხოლო დასავლეთ საქართველოში ნორმის ფარგლებში იქნება.
სპეციალისტები სეზონის განმავლობაში, ცალკეულ დღეებში, საქართველოს დაბლობსა და ბარში ტემპერატურის მომატებას +37, +40, მთიან რაიონებში +36, +39, ხოლო მაღალმთიან რაიონებში +32, +35 გრადუსამდე ვარაუდობენ, რისი პროგნოზირებაც მხოლოდ რამდენიმე დღის წინსწრებითაა შესაძლებელი”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები