LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაფხულის ყველაზე ეფექტური დიეტები

2351

როგორც წესი, ზაფხულში ადამიანს შიმშილის გრძნობა უფრო ნაკლებად აქვს, ვიდრე ზამთარში და კვების რაციონის შემცირებაც ბევრად მარტივია. სწორედ ორგანიზმის ამ თავისებურებას იყენებენ დიეტოლოგები დიეტის შემუშავებისას, რადგან ზაფხული  ყველაზე ხელსაყრელი პერიოდია ზედმეტი კილოგრამებისგან განთავისუფლებისა და სასურველი შედეგის მისაღწევად.

ნებისმიერი დიეტა გონივრულად უნდა იყოს შედგენილი და შეესაბამებოდეს გარკვეულ წესებს, რათა სარგებლის მაგივრად ზიანი არ მიადგეს ორგანიზმს. უმჯობესია, ჯანსაღი კვების იმგვარი სისტემა შეიმუშაოთ, რომელიც მცირე ცვლილებების შეტანით, დიეტის ძირითადი კურსის გავლის შემდეგაც გამოგადგებათ.

მთავარი პრინციპები:

* ყოველდღე მიიღეთ მინიმუმ 2,5 ლიტრი წყალი.

* საკვების მიღებამდე ნახევარი საათით ადრე დალიეთ ერთი ჭიქა წყალი.

* მიირთვით მინიმუმ 0,5 კგ. ხილი და ბოსტნეული.

* ნუ მიირთმევთ საღამოს 7 საათის შემდეგ.

* მოერიდეთ ალკოჰოლს დიეტის დაცვის პერიოდში და მაქსიმალურად შეზღუდეთ კურსის გავლის შემდეგ.

* შემოიფარგლეთ დღე-ღამეში 1 200 კალორიით.

* ცილის შემცველი პროდუქტიდან უპირატესობა მიანიჭეთ ნაკლებად ცხიმიან თევზს, ზღვის პროდუქტებს და ფრინველის ხორცს.

* იმოძრავეთ და დაისვენეთ აქტიურად (იცურავეთ, იარეთ ლაშქრობებში).

* მაქსიმალურად შეზღუდეთ მარინადი, მარილიანი და შებოლლილი პროდუქტი.

* საერთოდ უარი თქვით ან მინიმუმამდე დაიყვანეთ ტკბილეულის, ცომეულის და საკონდიტრო ნაწარმის მიღება.

7_10_1

ზაფხულის ათდღიანი დიეტა

ათდღიანი დიეტა, რომელიც დღეში 1 კგ-ის დაკლების გარანტიას იძლევა, საკმაოდ მძიმეა და მისი დაცვა მთელი პასუხისმგებლობით, ყოველდღიური მენიუს ზუსტი დაცვითაა საჭირო.

* პირველი დღე – ცილის შემცველი პროდუქტები.

* მეორე დღე – ნაკლებად ცხიმიანი მოხარშული თევზი.

* მესამე დღე – უცხიმო ხაჭო თაფლით.

* მეოთხე დღე – მოხარშული კანგაცლილი ქათმის ხორცი სუნელებით ან მწვანილით (კანი ქათამს მომზადებამდე უნდა მოაცილოთ).

* მეხუთე დღე – კანში მოხარშული კარტოფილი.

* მეექვსე დღე – მოხარშული საქონლის ხორცი.

* მეშვიდე დღე – უჯრედისით მდიდარი კომბოსტოს, სტაფილოს და ჭარხლის სალათი ლიმონის წვენით, კიტრი და პომიდორი.

* მერვე დღე – ნაკლებად შაქრიანი ხილი და კენკრა.

* მეცხრე დღე – კეფირი.

* მეათე დღე – ასკილის წვენი.

ჩამოთვლილი პროდუქტის მიღება ნებისმიერი რაოდენობით შეიძლება, თუმცა, მიირთვით ნელა (მინიმუმ ნახევარი საათი), წყალი კი, პატარა ყლუპებით დალიეთ.

ზაფხულის შვიდდღიანი  დიეტა

საკმაოდ მარტივი შვიდდღიანი დიეტა, დღის მანძილზე მხოლოდ იმ ერთი პროდუქტის მირთმევას ითვალისწინებს, რომელსაც თვითონ აირჩევთ.

* ორშაბათი – მიირთვით რომელიმე ერთი ბოსტნეული. თუნდაც პომიდვრის სალათი ცოტა ცხიმით (200 გრამზე ნახევარი კოვზი ზეთი) და მარილის გარეშე.

* სამშაბათი – მიირთვით მხოლოდ ერთი ხილი. შეუზღუდავი რაოდენობით შეგიძლიათ მიიღოთ ვაშლი. ძლიერი შიმშილის შემთხვევაში კი, დალიეთ 100 გრამი კეფირი ან თხევადი იოგურტი.

* ოთხშაბათი – მიირთვით კენკრა. სასურველია მოამზადოთ კენკრის მიქსი, რომელიც ორგანიზმს უჯრედისით, ვიტამინებით და მინერალებით შეავსებს.

* ხუთშაბათი – მიირთვით მხოლოდ ხაჭო და კეფირი. ამგვარი პროდუქტების მიღება აუცილებელია, რადგან ისინი იმ ცილებს და სასარგებლო ცხიმებს შეიცავენ, რომლებიც ძალიან ჭირდება ორგანიზმს დიეტის დაცვის პერიოდში.

* პარასკევი – მიირთვით მხოლოდ ბოსტნეული. ამჯერად ის სახეობა აირჩიეთ, რომელიც არ მიგიღიათ კვირის განმავლობაში. მაგალითად,

კიტრის სალათი მარილის გარეშე. აუცილებლად დალიეთ ორი ჭიქა მინერალური წყალი.

* შაბათი – მიირთვით კენკრის მსუბუქი დესერტები, კეფირი ან თხევადი იოგურტი.

* კვირა – მიირთვით მხოლოდ ხილის უშაქრო წვენი.

bigstock-vegetables-and-fruits-on-the-c-26812607

ხუთდღიანი დიეტა

დაბალანსებული რაციონით, ორგანიზმისთვის კომფორტული კვების რეჟიმით და დაბალი კალორიულობით, ხუთდღიანი დიეტა წონაში დაკლების საუკეთესო საშუალებაა.

* საუზმე – 100 გრამი წიწიბურას, ჰერკულესის ან ბრინჯის ფაფა (მომზადებამდე 12 საათით დაალბეთ წყალში და ხარშეთ 15 წუთი),  მწვანე ჩაი და 100 გრამი ნებისმიერი ხილი.

* სამხარი – 200-250 გრამი ნებისმიერი ხილი.

* სადილი – 150 გრამი ბოსტნეულის წვნიანი, 150-200 გრამი ბოსტნეულის სალათი და 100 გრამი ცილის შემცველი პროდუქტი (თევზი, ხორცი, კვერცხი, ზღვის პროდუქტები).

* ვახშამი – 100 გრამი ხაჭოს დესერტი კენკრით და ხილის წვენი ან ხილის და ბოსტნეულის სალათი ცოტა (1 კოვზი) არაჟნით ან ნაღებით.

დაძინებამდე სამი საათით ადრე მიიღეთ ცილის შემცველი ის  პროდუქტი, რომელიც უკვე მიირთვით დღის განმავლობაში. არ დაგავიწყდეთ დღეში სულ მცირე 2 ლიტრი წყლის დალევა.

Fotolia_42365928_Subscription_Monthly_L