LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაფხულის მზე კორონავირუსს კლავს – ამერიკელი მეცნიერების კვლევა

297
29959154-8451377-image-a

ამერიკელი მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ძლიერი ულტრაიისფერი გამოსხივება ზედაპირებზე მდებარე კორონავირუსის 90%-ს ნახევარ საათში კლავს. ამ აზრს იზიარებენ ბრიტანელი მკვლევარებიც, რომელთა მიერ სხვადასხვა კვლევით ცენტრებში ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ მზის სხივებს ჰაერში ვირუსის მოკვლა 6 წუთში შეუძლია.

Covid-19 -ის გამომწვევი ვირუსი, SARS-CoV-2 სპეციალურ დამცავ გარსშია მოთავსებული, რომლის დარღვევაც წარმატებით შეუძლია მაღალ ტემპერატურას და მზის სხივებს. ზოგი მეცნიერის აზრით კორონავირუსს ებრძვის D ვიტამინიც, რომელიც ორგანიზმში მზის სხივებთან კანის კონტაქტისას წარმოიშობა. მას იმუნური სისტემის „გადატვირტვა“ და ვირუსებთან ბრძოლა შეუძლია.

შესაბამისად, ამერიკელი და ბრიტანელი მეცნიერების აზრით, ზაფხულში ღია სივრცეში, მზეზე ყოფნა ბევრად სასარგებლოა, ვიდრე სახლში ან სხვა სახის დახურულ სივრცეში დარჩენა.

ვირუსოლოგების, ხოსე-ლუის საგრიპანტის და დევიდ ლიტლის კვლევა, რომელიც ჟურნალ Photochemistry and Photobiology-ში გამოქვეყნდა, სწორედ მზის სხივებს ასახელებს იმის მიზეზად, თუ რატომ ჩაცხრება კორონავირუსის ტალღა ზაფხულის პერიოდში. ცხელ თვეებში ჰაერში გაფრქვეული და ზედაპირზე დარჩენილი კორონავირუსის განადგურება 30 წუთშია შესაძლეებლი მაშინ, როდესაც მაგალითად სექტემბერში ამას 1 საათი და 17 წუთი დასჭირდება, ხოლო მარტში 3 საათი. კვლევის ავტორების აზრით, ზამთარში, როდესაც ტემპერატურა დაბალია, დღეები კი მოკლე, სხვადასხვა ზედაპირებზე ვირუსი 5 საათზე მეტს იცოცხლებს.

სწორედ ამიტომ, მეცნიერები ტემპერატურის კლებასთან ერთად შემოდგომასა და ზამთარში ახალი ვირუსის მეორე ტალღას ელოდებიან. ისინი ვარაუდობენ, რომ ბევრად ცუდი ვითარება ჩრდილოეთის ქვეყნებში შეიქმენბა, სადაც ვირუსს გადარჩენის და გავრცელების უფრო მაღალი შანსი ექნება.

„ულტრაიისფერ გამოსხივებას დნმ-ის და რნმ-ის დაზიანება შეუძლია, სწორედ ამიტომ მზის სხივები ვირუსს ეფექტურად ებრძვის. წლის იმ პერიოდში კი, როდესაც დღეები მოკლეა, ტემპერატურა კი დაბალი, უფრო რთული იქნება მათთან ბრძოლა. ამას დაემატება ისიც, რომ ადამიანის ორგანიზმში შემოდგომასა და ზამთარში D ვიტამინის დონე დაბალია, იმუნიტეტი კი დასუსტებული.“ – აცხადებენ ისინი.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები