ქართული ტურიზმის მხარდამჭერი კამპანია ქვეყანაში აქტიურად გრძელდება. ამჯერად სპეციალურად შექმნილ ტურისტულ ჯგუფში –#Spend4seasonsinGeorgia საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხის, მესხეთის კადრებს ავრცელებენ.

ფეისბუქ ჯგუფში ვიდეორგოლი ირაკლი ფაჩულიამ ატვირთა და სოციალური ქსელის აქტიურ მომხმარებლებს მესხეთის ულამაზესი ხედები გაუზიარა. ყვითელი ფოთლები და შემოდგომის ყველა ფერი – ეს ულამაზესი მესხეთია.

საქართველოს ამ რეგიონის შესახებ:

სამცხე-ჯავახეთი სამხრეთ საქართველოში მდებარე რეგიონია და მოიცავს სამცხის, ჯავახეთის და თორის ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციების ტერიტორიებს. მისი ადმინისტრაციული ცენტრია ახალციხე. რეგიონს აქვს გამორჩეული გეოგრაფიული ადგილმდებარეობა, რაც ხელს უწყობდა საუკუნეების განმავლობაში მის ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობებს მოსაზღვრე სახელმწიფოებთან. სამცხე-ჯავახეთი უდიდესი ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობის მხარეა და ბევრი ქრისტიანული თუ წინარექრისტიანული ძეგლი შემოგვინახა. ის ასევე მდიდარია მრავალფეროვანი ბუნების ძეგლებით, წიაღისეულითა და კურორტებით.

აღსანიშნავია, რომ სამცხე-ჯავახეთი ისტორიული მესხეთის, იგივე ზემო ქართლის ნაწილია. მესხეთი ისტორიული სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ზოგადი სახელწოდებაა.

 

მსგავსი თემები