LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ყველაზე სუფთა ქალაქი” ზუგდიდია

349
zugdidi-samegrelo-zugdidi-samegrelo

მუნიციპალიტეტებს შორის გამართულ კონკურსში “ყველაზე სუფთა ქალაქი”, რომელიც საქართველოში აკრედიტებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ჩაატარეს, ზუგდიდმა გაიმარჯვა. ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციია ავრცელებს.

კონკურსი  „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ (KGT), საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები – საქართველო“, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და მის სტრუქტურულ ერთეულთან თანამშრომლობის ფარგლებში, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა. აღნიშნული ორგანიზაციების მიერ მომზადებულ პროექტში ჩამოთვლილი იყო რამდენიმე მთავარი და მნიშვნელოვანი მოთხოვნა, რომელიც დააკმაყოფილებდა კონკურსის პრინციპებს. ღონისძიების ფარგლებში გამართულ დაჯილდოვების ცერემონიალს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

ორგანიზაციებმა გამოავლინეს ასევე “ყველაზე სუფთა სოფლის” გამარჯვებულიც, რომელიც ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელს ორსანტიას ერგო.

წელს კონკურსი მეოთხედ ჩატარდა. კონკურსის მონაწილეებმა ორგანიზატორებს საკონკურსო პერიოდში ჩამოთვლილი ნომინაციების ამსახველი ფოტო/ვიდეო მასალები წარმოუდგინეს.

“კონკურსის ფარგლებში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ (გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები), შემოსული მასალების საფუძველზე 2019 წლის ნომინაციების გამარჯვებულები გამოავლინა. კონკურსი პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ (KGT), საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები – საქართველო“, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და მის სტრუქტურულ ერთეულთან თანამშრომლობის ფარგლებში, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ახორციელებს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები