LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე რომანტიკული ტბა საქართველოში – ნახეთ შემოდგომა ბურატინოს ტბაზე (ფოტოები)

2810
74852051-1606707506137258-809951310706114560-n (1)

ქართული ტურიზმის მხარდამჭერი კამპანია ქვეყანის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ გრძელდება. სოციალურ ქსელში შექმნილ ტურისტულ ჯგუფში Spend 4 Seasons in Georgia საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ამსახველი ფოტო, თუ ვიდეომასალა არ წყდება და ჯგუფის წევრები მუმდივად იღებენ უახლეს ინფორმაციას ჩვენს ქვეყანაში არსებული ტურისტული მიმართულებებისა, თუ სიახლეების შესახებ. ამჯერად ჯგუფში „ფეისბუქის“ მომხმარებელი Mariam Papavadze ბურატინოს ტბის ამსახველ ფოტოებს აქვეყნებს. შემოდგომა ალგეთის ეროვნულ ნაკრძალთან ახლოს მდებარე ტბაზე ნამდვილად შთამბეჭდავია.

ბურატინოს ტბის შესახებ

ალგეთის ეროვნულ ნაკრძალთან, მანგლისის განაპირას 30 წელზე მეტია ბურატინოს ტბა მდებარეობს. ტბა ადგილობრივმა სერგო წიკლაურმა, რომელსაც დიდი ცხვირის გამო, თანასოფლელებმა ბურატინო შეარქვეს, საყვარელი მეუღლისთვის გააკეთა.დაახლეობით 75 მეტრის სიგრძისა და 40 მეტრი სიგანის ტბაზე მანგლისის დამსვენებელს და არა მხოლოდ, შეუძლია ნავით გაისეირნოს, ითევზაოს, გაირუჯოს და დრო სასიამოვნოდ გაატაროს.

„ფორტუნას“ სიუჟეტი აღნიშნული ტბის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები