LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე პოპულარული საშობაო ფილმები

„ფორბსმა“ ამერიკული კინემატოგრაფის ისტორიაში ყველაზე შემოსავლიანი საშობაო ფილმები გამოავლინა. რეიტინგის პირველ ადგილზე კომედია „მარტო სახლში“ მოხვდა. მასში მთავარ როლს მაკოლეი კალკინი ასრულებს. ფილმის პრემიერა 1990 წელს შედგა და ის დღემდე კლასიკად მიიჩნევა. მთელი მსოფლიოს მასშტაბით ფილმის მოგებამ ნახევარ მილიარდ დოლარს მიაღწია.

მეორე ადგილზე ასევე კომედია – „როგორ მოიპარა გრინჩმა შობა“ მოხვდა ჯიმ ქერის მონაწილეობით. ფილმი 2000 წელს გამოვიდა და 260 მილიონი დოლარის მოგება მოიტანა.

მესამე ადგილზე კი „პოლარული ექსპრესი“ განთავსდა. 2004 წელს გამოსულმა ფილმმა 184 მილიონი გამოიმუშავა.

ყველაზე პოპულარული საშობაო ფილმების ათეული ასე გამოიყურება:

„მარტო სახლში“ – 286 მილიონი დოლარი;

„როგორ მოიპარა გრინჩმა შობა“ – 260 მილიონი;

„პოლარული ექსპრესი“ – 184 მილიონი;

„მარტო სახლში: ნიუ-იორკში დაკარგული“ – 174 მილიონი;

„ელფი“ – 173,4 მილიონი;

„სანტა კლაუსი“ – 144 მილიონი;

„სანტა კლაუსი 2“ – 139 მილიონი;

„საშობაო ისტორია“ – 137 მილიონი;

„ოთხი შობა“ – 120 მილიონი;

„სანტა კლაუსი 3“ – 84 მილიონი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები