LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე მნიშვნელოვანია რა გავლენას მოახდენს ეს მოსახლეობის ცნობიერებაზე: ფსიქოლოგის თვალით დანახული „იდუმალი“ თავდამსხმელის ფსიქოპორტრეტი

817
gogotishhvili tea teroristi

ზუგდიდში „საქართველოს ბანკში“ მომხდარ თავდასხმა დღემდე განხილვის თემად რჩება. არავინ იცის, სად წავიდა თავდამსხმელი ნახევარ მილიონ დოლართან ერთად.

„კეთილი თავდამსხმელი ჩანს, იქნებ ახლობელი ჰყავს ავად და იმიტომ გაიტაცა ფული“ – წერენ სოციალურ ქსელში.

გამტაცებლის ფსიქოპორტრეტზე „ფორტუნა“ ფსიქოლოგიის დოქტორს, პროფესორ თეა გოგოტიშვილს ესაუბრა.

მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში პოზიტიური განწყობაა გამტაცებლის მიმართ. რა შედეგამდე შეიძლება მიგვიყვანოს ამან? შეიძლება, ვისაც ვალი აქვს, გამოსავალი ძარცვაში მოძებნოს?

ყველა ადამიანი გამოხატვაში თავისუფალია. კერძო პირი, რომელმაც უცნაურად შეიძლება დაიწყოს პოზიტივის ძიება კრიმინალურ ქმედებებში, ეს არის თავად მოქალაქისა და ამათუ იმ პირის პირადი პასუხისმგებლობა და ჩვენ სოციალურ ქსელში უამრავ რბილად ვიტყვი, უცნაურ გამონათქვამს ვხვდებით. ჩვენ ამ შემთხვევაში ვერ გავაკონტროლებთ ამ კომენტარებს და არც უნდა მოხდეს კონტროლირება. ყველაზე მნიშვნელოვანია მედიასაშულებები როგორ განიხილავენ მომხდარს და რა საკითხებზე გააკეთებენ აქცენტს და როგორ ფსიქოლოგიურ გავლენას მოახდენს ეს გაშუქება მოსახლეობასა და მათ ცნობიერებაზე. ზოგჯერ სწორედ ამ სოციალურ-ფსიქოლოგიური კანონზომიერებების არცოდნა იწვევს ხოლმე შეცდომებს. შეიძლება ისეთ საკითხებზე გაკეთდეს აქცენტი, რომელიც სიტუაციას გაართულებს. რადგან მედია არის მეოთხე ხელისუფლება, მას აქვს უზარმაზარი ფსიქოლოგიური გავლენა საზოგადოებაზე.

რა შეიძლება ითქვას, კრიმინალსა და ტერორისტზე, რომელიც საკუთარ მძევლებზე ზრუნავს. რვა საათის განმავლობაში მძევლებს ხაჭაპურით გაუმასპინძლდა და იმაზეც იზრუნა, რომ კონდიციონერი ჩაერთოთ.

ნებისმიერი დამნაშავე პირველ რიგში არის ადამიანი. ტოტალური მონსტრი იშვიათად შეიძლება კაცობრიობის ისტორიაში ვიპოვოთ. ყველა ადამიანს აქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი გამოვლინებები. ამ შემთხვევაში კრიმინალი კონკრეტული ჰუმანური ნაბიჯების გადამდგმელი აღმოჩნდა. სინამდვილეში მთლიანად ქმედება რას წარმოადგენს, ესაა მნიშვნელოვანი. დეტალებზე ყურადღების მიპყრობით მთლიანი სურათი არ უნდა დავკარგოთ. მთლიანად კრიმინალური აქტი არ უნდა შევრაცხოთ პოზიტიურ ქმედებად. ასეთი დისბალანსის ვითარებაში არ უნდა ამოვყოთ თავი.

ტერორისტის  ფსიქოლოგიური პორტრეტი როგორ შეიძლება ჩამოვაყალიბოთ?

იმდენი სახის ტერორისტული შემთხვევები არსებობს უახლეს ისტორიაში, რომ აუცილებლად შევხდებით „ჰუმანურ კრიმინალებს”.  მაგრამ დამოკიდებულება არის აქ მთავარი. რა ნაბიჯი გადადგა ადამიანმა და რა დროს გამოიჩინა ჰუმანურობა ადამიანების მიმართ. შეიძლება ვთქვათ, რომ ამ დამნაშავეს, ვინც ეს ჩაიდინა, არ აქვს დაკარგული ადამიანური განცდები, მაგრამ ჰუმანური ადამიანი სხვებს არ ატერორებს. სხვათა მიმართ ზიანის მოტანის ფარგლებში რაში გამოიჩინა ადამიანურობა, ამას ალბათ სასამართლო გააანალიზებს და გაითვალისწინებს.

მან მოითხოვა არა მილიონი, არამედ ნახევარი მილიონი დოლარი. მის ადგილას 100-დან 100 ტერორისტი მილიონ დოლარს მოითხოვდა. მისი მოთხოვნა რაზე მეტყველებს?

შეუძლებელია, იმის ზუსტად თქმა, რას ფიქრობდა და რატომ გადაწყვიტა ამ თანხის მოთხოვნა, მაგრამ რჩება შთაბეჭდილება, რომ დამნაშავე რეალისტურად აფასებს გლობალურ ვითარებას. ეკონომიკური კრიზისის გათვალისწინებით ასახელებს თანხას, რომლის მიღების შანსი მეტია, ვიდრე მილიონების. ტერორისტური აქტების დროს გავრცელებული პრაქტიკაა, ასტრონომიული თანხების მოთხოვნა. როგორც ჩანს, ეს ადამიანი მეტად რეალისტია, ვიდრე მისი სხვა „კოლეგები“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები