LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ყველაზე მეტად რისიც მეშინოდა, ის განსაცდელი გამომიგზავნა ღმერთმა” – ნინი ქარსელაძე (ვიდეო)

18770
ნინი

მომღერალი ნინი ქარსელაძე ყველა ქალს მიმართავს, ვისაც ექიმებმა სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს და სიძლიერისკენ მოუწოდებს. მან გადაცემაში “სარკეში მაია სტეფნაძესთან ერთად” თქვა, რომ ყველაზე მეტად რისიც ეშინოდა, ღმერთმა ის გამოუგზავნა. ნინი ქარსელაძე დედაზე – ხათუნა ჟორდანიაზე საუბრობს, რომელსაც ცოტა ხნის წინ ფილტვის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. მისმა მეუღლე ზურა ხაჩიძემ ამაზე “რეიტინგთან” ისაუბრა.

ზურა ხაჩიძე საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომლითაც გამხნევებისთვის უამრავ ადამიანს მადლობას უხდის

“ყველა განსაცდელი, ალბათ, ღმერთისგან არის გამოგზავნილი, იმისთვის, რომ ადამიანი შეიცვალოს, გამოფხიზლდეს. არ არსებობს ჩემთვის თემა, რომელსაც ვერ მოვერევი. ახლა ყველაზე მძიმე თემის წინაშე ვდაგავარ, ალბათ ყვეელაზე მეტად რისიც მეშინოდა, ის გამომიგზავნა ღმერთმა…

ყველ ქალს მინდა მივმართო, არც ერთი წამით არ დაეცეთ, ძლიერად უნდ დადგეთ. ეს სიძლიერე ალბათ დაგეხმარებათ ყველა განსაცდელის და რთული პერიოდის გავლაში. ხათუნასაც ამას ვეუბნები, რომ შემდეგ წელს ამაზე ერთად გავიცინებთ-მეთქი. სარკეში ჩაიხედეთ, გაიღიმეთ და თქვენს თავს უთხრაით, რომ ძალიან ლამაზები ხართ და ყველაფერი შეგიძლიათ გადალახოთ”, – ამბობს ნინი ქარსელაძე. 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები