ყველაზე ინოვაციური ქვეყნების მსოფლიო რეიტინგში 5 ევროპული სახელმწიფო მოხვდა. მეორე ადგილი წინა წლის მსგავსად შვედეთმა დაიკავა. ნიდერლანდებმა, დანიამ და ფინეთმა – მე–5, მე–6 და მე–7 პოზიციები გაინაწილეს. გერმანია მე–9 ადგილზე აღმოჩნდა. რეიტინგის სათავეში მოექცა შვეიცარია, ქვეყანა რომელიც პირველ ადგილს 2011 წლიდან არ თმობს.

მესამე ადგილი წილად შეერთებულ შტატებს, მეოთხე კი დიდ ბრიტანეთს ხვდა. მე–8–ზე გავიდა სინგაპური

და საუკეთესოთა ათეულს სამხრეთ კორეა ასრულებს.

გლობალური ინოვაციების ინდექსი ქვეყნებს 82 კრიტერიუმის მიხედვით აფასებს. ექსპერტები ინტერესდებიან ისეთი ფაქტორებით როგორიცაა – კვლევებისა და სხვადასხვა ექსპერიმენტებისთვის გაცემული ინვესტიციების რაოდენობა, პატენტების რაოდენობა, განათლების ხარისხი, სამეცნიერო–ტექნიკური საქმიანობის გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე და ზოგადად საზოგადოებაზე. ასევე გაითვალისწინეს სფეროს სპეციალისტთა შეფასებებიც.

გლობალური ინოვაციების ინდექსში წელს 131 ქვეყანა მოხვდა და საქართველომ მხოლოდ 63–ე პოზიცია დაიკავა. ჩვენი ქვეყანა სიაში ბრაზილიასა და ბელარუსს შორის მოექცა.

აღსანიშნავია, რომ ინოვაციების ინდექსს საერთაშორისო ბიზნეს–სკოლა INSEAD 2007 წლიდან ადგენს. პროექტის მიზანი სამეცნიერო კვლევების სტიმულირება და ტექნიკურ სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის მეტი შემოსავლის გაჩენაა.

 

ტეგები: შვეიცარია

მსგავსი თემები