LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე გვიან, პარასკევს, ბატონი ვაჟა იქნება სახლში – ნინო ბურჯანაძე

337
20191207185855

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობიდან ყველაზე გვიან, პარასკევს გათავისუფლდება. ამის შესახებ ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში განაცხადა.

ბურჯანაძის თქმით, ის 100%-ით დარწმუნებულია, რომ სასამართლო პროცესზე მას გაათავისუფლებენ.

ვაჟა გაფრინდაშვილის სასამართლო პროცესის თარიღი ცნობილია

ცხინვალის ე.წ სასამართლოს პროგნოზირება ახლა აბსოლუტურად წარმოუდგენელია

„ე.ი. ყველაზე გვიან, პარასკევს, ბატონი ვაჟა იქნება სახლში, შეიძლება მანამდე გათავისუფლდეს, თუ არადა ყველაზე გვიან, პარასკევს ის იქნება სახლში. მე ვარ 100%-ით დარწმუნებული იმაში, რომ სასამართლო პროცესზე მას გაათავისუფლებენ”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ქართველი ექიმის საქმეზე ე.წ. სასამართლო პროცესი პარასკევს, 13 დეკემბერს გაიმართება.

შეგახსენებთ, ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს დააკავეს და შემდეგ მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

საოკუპაციო რეჟიმი დაკავებულ ექიმს ე.წ. საზღვრის კვეთაში სდებენ ბრალს, რაზეც გაფრინდაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საზღვრებს არ აღიარებს და შესაბამისად, არც ბრალს აღიარებს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები