LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე დიდი რაოდენობით ქართულ ვაშლს რუსეთი და ყაზახეთი ყიდულობს

95
8b3311b1-006a-4746-8875-fa0e1cd9b7ca-675

24 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოდან 1054 ტონა ვაშლია ექსპორტირებული, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 832 ტონით აღემატება. ქართული ვაშლის ექსპორტის მაჩვენებელი ქვეყნების მიხედვით ასეთია: რუსეთის ფედერაცია (990.5 ტონა), ყაზახეთის რესპუბლიკა (59.9 ტონა), სომხეთის რესპუბლიკა (3.6 ტონა), დანარჩენი ქვეყნები (0,10 ტონა).

ექსპორტირებული ვაშლით მიღებული შემოსავალი 321 ათასი აშშ დოლარით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

ინტენსიური და ნახევრად ინტენსიური ვაშლის ბაღები, საქართველოს მასშტაბით, სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, 1 128 ჰექტარზე გაშენდა. სახელმწიფოს თანადაფინანსებამ კი, 9 მლნ ლარზე მეტი შეადგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები