თანამედროვე იტალიური კინოს საუკეთესო რეჟისორად მიჩნეული სორენტინო, რომელიც კანის კინოფესტივალის მუდმივი მონაწილეა, ორჯერ დაჯილდოვდა ევროპული კინოაკადემიის პრემიით.

fortuna.ge გთავაზობთპაოლო სორენტინოს ცნობილ გამონათქვამებს:

ყველაზე დიდი დანაკარგი – გამოუყენებელი დროა.

Facebook – ჩემთვის ამოუცნობი საიდუმლოა და წარმოდგენა არ მაქვს რას ნიშნავს.

არჩევანი რომ რომ მქონდეს იტალიის კეთილდღეობას, ლამაზ ქალთან სექსსა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ნაპოლის“ გოლს შორის, რა თქმა უნდა ლამაზ ქალთან სექსს ავირჩევდი.

არ მიყვარს ინტერვიუს მიცემა, რადგან ფილმებით ვამბობ საკუთარ სათქმელს, ჟურნალისტებთან საუბარი კი, ყველაფერს აფუჭებს.

პირველი ემოცია სკოლის გახსენებისას – განგაშის შეგრძნებაა, რადგან არასდროს  ვსწავლობდი და ყოველთვის მეშინოდა, რომ მავნებლობაში გამომიჭერდნენ.

მარტო იმიტომ ვწერ წიგნებს, რომ საკუთარი მწერლობა მეჩვენება სასაცილოდ, მე კი, ძალიან მიყვარს სიცილი.

ფილმის გადაღება რთული და მომქანცველია, რადგან ვალდებული ხარ მართო ადამიანები და სხვისი ფინანსები, ნამდვილი თავისუფლება სხვისი ფილმის ყურებაა, როცა უპასუხისმგებლოდ შეგიძლია ამტკიცო, რომ შენ უკეთესად გააკეთებდი.

შემთბარი პასტა ბევრად უკეთესია, ვიდრე ახლად მოხარშული, რადგან შემთბარი ახალგაზრდობას გახსენებს, როცა გამთენიისას ბრუნდებოდი სახლში და სწორედ შემთბარი პასტით იკლავდი შიმშილს.

არასდროს ვფიქრობ ფილმზე, რომელზეც ვმუშაობ. 18 წელია მეუღლე, 3 შვილი მყავს და დასაფიქრებელი ისედაც ბევრი მაქვს.

დრო გადის და ადრე თუ გვიან ყველას მოგვიწევს სიცოცხლესთან დამშვიდობება.

მილიონები რომ შემომთავაზონ მაინც არ დავთანხმდები მუსიკალური კლიპის გადაღებას, თუმცა The Rolling Stones-თვის მილიონ კლიპს გადავიღებდი უფასოდ.

იტალია – ის იშვიათი ქვეყანაა, სადაც პოზიტიურიც ბევრია, ნეგატიურიც და სწორედ ესაა მისი მიმზიდველობა.

ჩემთვის ყველა ფილმი საიდუმლოს ამოხსნაა, საიდუმლო კი, იტალიაში ან პოლიტიკას ან მაფიას უკავშირდება.

სიმართლის სათქმელად საკუთარი სამყაროს შექმნაა საჭირო, რომელშიც შენი სიმართლე ითქმება.

 

მსგავსი თემები