LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველას გეხებათ ეს ქაქი, რომლის სუნსაც აყენებთ! – ჟორჟოლიანის მიმართვა "იმედის" ჟურნალისტებს

2494
nanuka

კოლეგებო “იმედიდან”, მაგრად უნდა გიტყდებოდეთ ამ არხზე მუშაობა!– ასე ეხმიანება ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გასულ ფილმს “ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს!”

“ეს არაა, რომ არ გეხებათ. ყველას გეხებათ ეს ქაქი, რომლის სუნსაც აყენებთ! გიტყდებოდეთ იმ არხზე მუშაობა, რომელიც საკუთარ ქვეყანას უკეთებს ამას! ყველამ ძალიან კარგად იცით სად იწერება ეს ტექსტები და რაც არ უნდა ჩაყოთ თავი მიწაში, ტრაკები ყველას გიჩანთ!” – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

ფილმი სახელწოდებით “ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს” ტელეკომპანია “იმედის” ეთერში 11 აგვისტოს გავიდა.

ფილმში აგვისტოს ომის დაწყებაში მიხეილ სააკაშვილი და მისი ხელისუფლებაა დადანაშაულებული და ომის დაწყება განხილულია, როგორც მექანიზმი სააკაშვილისთვის, რამაც შესაძლებლობა მისცა მას დაებრუნებინა “დაკარგული ლეგიტიმაცია”.

“კრემლისთვის ძნელად თუ მოიძებნება სააკაშვილზე ხელსაყრელი პოლიტიკოსი რუსული ჩექმის სამხრეთ კავკასიაში კვლავ შემოსადგმელად. ამ დიდ ტრაგედიაში გაიმარჯვა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილმა და მისი დანაშაულებრივი რეჟიმის შემოქმედებმა. მათ მიაღწიეს უპირველეს მიზანს – მოიპოვეს ლეგიტიმაციის საჭირო ხარისხი და შეინარჩუნეს ძალაუფლება“, – სწორედ ასე იხსნება ფილმში აგვისტოს ომის ანთოლოგია – სრული პასუხისმგებლობის ყოფილ ხელისუფლებაზე გადატანა და რუსეთის ფაქტორის შემცირება,”– ასე აფასებს მედიაჩეკერი იმედის ეთერში გასულ ფილმს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები