LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველანაირი ბერკეტი გვაქვს იმისთვის, რომ ფასები გავაკონტროლოთ

173
unnamed

„რაიმე განსაკუთრებულ ფასების ზრდას არ ველოდებით“,- ამის შესახებ გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნისტროს სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის, სურ­სა­თი­სა და სოფ­ლის გან­ვი­თა­რე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სმა თენგიზ კალანდაძემ “ფორტუნასთან” საუბარში აღნიშნა.

მისი თქმით, ფასების გაძვირება შესაძლოა ხდებოდეს ერთეულ, ცალკეულ, არაქსელურ მაღაზიებში, მაგრამ ძირითად იმპორტიორებთან და ქსელურ მარკეტებში ფასები შენარჩუნებულია.

„ბიზნესთან თანამშრომლობის ფარგლებში ძირითადი შეთანხმება რაც იყო ჯერეჯერობით ძალაშია. რაიმე განსაკუთრებულ ფასების ზრდას არ ველოდებით”,-აღნიშნა თენგიზ კალანდაძემ.

როგორც ის აცხადებს, იმისთვის, რომ პირველადი მოხმარების პროდუტებზე ფასების მკვეთრი ზრდა არ მოხდეს ფასები კონტროლდება.

“იმპორტი, საცალო გაყიდვა თუ დისტრიბუცია, ნებისმიერ რგოლში ჩვენ შეგვიძლია ამოვიღოთ ფინანსური ინფორმაცია. სად რა ფასი და ფასნამატი იყო. შესაბამისად მექანიზმი იმისა, რომ არ მოახდინოს რომელიმე რგოლმა ფასის სპეკულაციური ზრდა, ამის მექანიზმი არსებობს. ყველა ბერკეტი გვაქვს იმისთვის, რომ ფასები გავაკონტროლოთ“,-აღნიშნა თენგიზ კალანდაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები