LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაფერს ვაკეთებთ, ომს ვერ დავიწყებთ – გომელაური ოკუპაციაზე

64
117189287-2794923293942985-6379946008722224867-o

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მტკიცებით, ხელისუფლება ყველა არსებულ ბერკეტს იყენებს ოკუპაციის შედეგებზე პასუხის გასაცემად. ამის შესახებ მან აგვისტოს ომის დროს გარდაცვლილი შინდისის გმირების საფლავის მონახულების შემდეგ განაცხადა.

„ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი მეგობრების, საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით. სხვას ვერაფერს გავაკეთებთ, ვერ დავიწყებთ ომს. ვინც ჩვენ მაგას გვეუბნება, რატომ არაფერს არ აკეთებს ხელისუფლება, ზუსტად ისინი იყვნენ ხელისუფლებაში და კითხვას თუ დაუსვამთ მათვე, რატომ მოხდა 2008 წლის ომი, ძალიან კარგი იქნება.”- განაცხადა გომელაურმა.

“ეს ადგილიც დაკარგულია, გვეშინია, ვერ გამოვდივართ” – როგორია ცხოვრება საოკუპაციო ხაზთან [ვიდეო]

აგვისტოს ომის საკითხზე კომენტირებისას მინისტრმა თქვა, რომ მაშინ, როცა 2008 წლის ომში გარდაცვლილი ჯარისკაცები ჯერ ისევ ბრძოლის ადგილზე ესვენა, თბილისში მაშინდელი ხელისუფლება კონცერტს მართავდა.

“უფრო კარგი იქნება, კითხვა რომ დაუსვათ – 2008 წლის ომის შემდეგ ჩვენი გმირების ცხედრები ისევ მინდორზე, ტყეებში რომ ესვენა და თბილისში კონცერტები იყო გამართული, რატომ ხდებოდა? რას ზეიმობდნენ? ვიდრე ჩვენ გვკითხავენ რამეს, უფრო კარგი იქნება, ეს კითხვა რომ დაუსვათ მათ“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

“ჩემს ქმარს უთქვამს, ცხინვალში ხომ ბეტეერით შემოვედით, აფხაზეთში კი აუცილებლად ფეხით შევალო”- მოგონებები აგვისტოს ომზე

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები