LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველა თანხმდება, რომ ფრენების შეზღუდვა და საზღვრების ჩაკეტვა არ არის გამოსავალი COVID-ის გასაკონტროლებლად – მარიამ ქვრივიშვილი

62
67878687

ყველა თანხმდება იმაზე, რომ ფრენების შეზღუდვა და საზღვრების ჩაკეტვა არ არის გრძელვადიანი გამოსავალი COVID-ის ახალი ვარიანტების გასაკონტროლებლად, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა „ავიანიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ქვრივიშვილის განმარტებით, ვირუსის სახეცვლილმა ვარიანტმა „ომიკრონმა“ ავიაციის სფერო გამოწვევების წინაშე დააყენა, თუმცა, პანდემიის მძიმე გავლენის შემცირების მიზნით და საჰაერო მიმოსვლის გამოცოცხლების ფონზე, საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციების, მათ შორის ICAO-სა და IATA-ს მოწოდებაა, რომ ქვეყნებმა გამოიყენონ ფრთხილი, მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომა, დამატებითი შეზღუდვების დაწესების კუთხით და დეტალური კვლევების ხელმისაწვდომობამდე, მოერიდონ მკაცრი ღონისძიებების გამოყენებას, რათა ხელი შეუწყონ საერთაშორისო მოგზაურობისა და გლობალური ეკონომიკის აღდგენას.

„ამასთან, უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება სახელმწიფოებს შორის კოორდინირებული ქმედებების არსებობას”, – აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი AviaNews-თან ინტერვიუში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები