LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველა პარტიამ საკუთარ ჭუჭრუტანებს რომ ვაჯობოთ ტეხავს? განა პარტიების – საქართველოს დაძახილზე გავიდეთ 16-ში, ევროპასაც და ჩვენ მტრებსაც დავენახოთ რომ ბევრნი ვართ! – ალეკო ელისაშვილი

113
ale3ko-elisashvili

“მოქალაქეების” ლიდერი და პარლამენტარი ალეკო ელისაშვილი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის დღეს დაანონსებული აქციაზე მისვლას გეგმავს და იმავეს მოუწოდებს სხვებსაც. როგორც ელისაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ევროკავშირის გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ერთი დღით ადრე შეკრება ლოგიკურია.

“17 ივნისს უნდა გამოაცხადოს ევროკავშირმა ჩვენთან დაკავშირებით გადაწყვეტილება და 16-ში რომ მივიდეთ რიყეზე, ევროპის მოედანზე 7 საათზე ლოგიკური არაა? 20 ივნისსაც მივიდეთ მაგრამ გადაწყვეტილების მიღებამდე ერთი დღით ადრე ყველამ ერთად, ყველა პარტიამ (პრორუსების და მამაძაღლების გარდა) საკუთარ ჭუჭრუტანებს რომ ვაჯობოთ ტეხავს? დავაყენოთ საქართველო და ჩვენი წინაპრების ნაოცნებარი უფრო წინ და უფრო მაღლა! მივიდეთ 16-ში რიგითებად ყველანი რიყეზე! მერე მივიდეთ 20-შიც, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილების მიღებამდე ერთი დღით ადრე! ჩავისუნთქუთ, ამოვისუნთქოთ – ჩვენ ჰორიზონტალურ “მე იქ იმასთან არ მივალ”- ემოციებს ვაჯობოთ და ცივილიზებულ სამყაროს – ევროპას და ბარბაროს რუსებს დავენახოთ რომ ბევრი ვართ, ბევრი და უდრეკები ვართ! განა პრეზიდენტის, განა პარტიების – საქართველოს დაძახილზე გავიდეთ 16-ში – ევროპასაც და ჩვენ მტრებსაც დავენახოთ რომ ბევრნი ვართ!

მოვუწოდებ “სირცხვილიას” ჯგუფს რომ ასევე ომახიანად და გულიანად შეუერთდენ 16-ის აქციას და ერთად მოვითხოვოთ ჩვენი ევროპული პერსპექტივა! 20-შიც ერთად ვიყოთ, მაგრამ ჯერ 16-ში, გადაწყვეტილების წინ შეკრება იქნება ყველაზე სწორი და სახელმწიფოებრივი რამ!

საქართველო უპირველეს ყოვლისა!”, – წერს ელისაშვილი.

16 ივნისს შევიკრიბოთ ევროპის მოედანზე, ოღონდ ყველა და დავანახოთ ევროპას ჩვენი თავი, ჩვენი ერთობა და ჩვენი ნება: პრეზიდენტი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები