LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველა იმას მთხოვს, რომ შენც პოლიტიკოსი არ გახდეო… მე თქვენ არ გპირდებით მილიონებს – ნანუკა ჟორჟოლიანი

278
BeFunky-collage (3)

“ადამიანებს, რომლებიც ჩემს კამპანიას ვერ ესწრებიან, მინდა ვუთხრა, რომ მე თქვენ არ გპირდებით მილიონებს, ოქროს კოშკებს, რადგან მე არ გპირდებით ზღაპრებს” – აცხადებს ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელიც “ძალა ერთობაშიამ” სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის გაერთიანებულ ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად დაასახელა.

ნანუკა ჟორჟოლიანი წყალტუბოში იმყოფება და ის უკვე შეხვდა ადგილობრივებს. მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ მოსახლეობისთვის მიცემულ პირობას შეასრულებს.

სადაც ნახავთ ამ წარწერას, გააღეთ კარები და შემოდით. მე, ყველასი ვარ და ვიქნები! - ნანუკა ჟორჟოლიანი

ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელიც “ძალა ერთობაშიამ” სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის გაერთიანებულ ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად დაასახელა, აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს. როგორც მისი ფეისბუქგვერდიდან ირკვევა, მან უკვე გახსნა საარჩევნო შტაბი. ნანუკა ჟორჟოლიანი ყველას მოუწოდებს მივიდნენ მასთან და იმ პრობლემებზე ესაუბრონ, რაც რეგიონსა და მათ აწუხებთ. “სამტრედიაში, ვანში, ხონში, წყალტუბოში სადაც ნახავთ ამ წარწერას, გააღეთ კარები და შემოდით. […]

“იმ შემთხვევაში თუ საკანონმდებლო ორგანოში მოვხდები, დღის წესრიგად ვაქცევ, რომ ჩემს ოთხი რეგიონის პრობლემებზე ვისაუბრო ტრიბუნიდან. რაც შეეხება დახვედრას, ვნახე როგორც “ქართული ოცნების”, ისე “ნაციონალური მოძრაობის” ამომრჩეველი, ყველა იმას მთხოვს, რომ შენც პოლიტიკოსი არ გახდეო.

ჟურნალისტებს მინდა გითხრათ, რომ ადგილზე ხალხს, ადამიანებს, რომლებიც საარსებო მინიმუმისთვის იბრძვიან ფიზიკურად, არ უყვართ, არ სჯერათ პოლიტიკოსების და ახლა იმის მტკიცება მიწევს, რომ არ ვიქნები პოლიტიკოსი, ჩემს ყველა პლატფორმას გამოვიყენებ იმისთვის, რომ მათ პრობლემებზე ვისაუბრო. დღეს სამტრედიის ბაზარში ვიყავი და ყველა მთხოვდა, რომ არ მოგვატყუოო, როცა დეპუტატი გახდები, აქ 4 წელიწადში ერთხელ არ ჩამოხვიდეო, ხვდებით, როგორი იმედგაცრუებულია ხალხი”- განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა “ტვ პირველის” ეთერში.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები