LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველა დროის საუკეთესო 5 საშობაო ფილმი, რომელიც ცხოვრებას გვილამაზებს (ვიდეო)

1126
best-christmas-moviesl

„ფორტუნამ“ შეარჩია ყველა დროის ყველაზე ლამაზი ფილმები, რომელიც შობის თემაზეა გადაღებული. არაერთმა კვლევამ დაამტკიცა, რომ მათი ყურება ყოველ ჯერზე კარგ განწყობას ქმნის და ადამიანებს აბედნიერებს.

საშობაო არდადეგები (National Lampoon’s Christmas Vacation )

ჯერემი ჩეჩიკის 1989 წელს გადაღებული კომედია, რომელიც National Lampoon-ის სერიების გაგრძელებაა. ფილმი 80-იანი წლების საუკეთესო კომედიად არის მიჩნეუილი და ის გრიზვოლდების ოჯახის საშობაო თავგადასავალზე გვიყვება. ფილმში მთავრ როლებს ბევერლი დიენჯელო და რენდი ქუედი ასრულებენ.

საშობაო ისტორია (A Christmas Story i)

ბობ კარკის 40-იან წლებში გადაღებული საშობაო კომედია, რიმლის სიქველიც 2012 წელს გამოვიდა. ამავე წელს ფილმი ამერიკის ნაციონალურ რეესტრში საუკეთესო ფილმების სიაში მოხვდა.

თეთრი შობა (White Christmasმაიკლ კერტისი)

1954 წელს გადაღებული საშობაო მუსიკალური ფილმი, რომელმაც 50-იან წლებში შემოსავლების მხრივ ნამდვილი რეკორდი მოხსნა. მთავარ როლს ფილმში ლეგენდარული ბინგ ქროსბი ასრულებს, რომლის შესრულებითაც ფილმში მის ყველა ცნობილ საახალწლო ჰიტს ვისმენთ.

მარტო სახლში (Home Alone)

ყველაზე მაღალბიუჯეტიანი საშობაო ფილმი, რომლის 4 სერია გამოვიდა, თუმცა მაყურებლი ყველაზე კარგად იმ ვერსიას იცნობს, სადაც მთავარ როლს მაკოლეი კალკინი ასრულებს. ფილმმა „ოსკარის“ ორი ნომინაცია მიიღო. წარგენილი იყო „გრემიზე“ და „ოქროს გლობუსზე“.

ახალი საშობაო ზღაპარი (Scrooged)

„დიკენსისი საშობაო სიმღერების: სატირული ვერსია, სადაც მთავარ როლს ბილ მიურეი ასრულებს. 1988 წელს გადაღებული ეს ფილმი „ოსკარზეც“ იყო წარდგენილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები