„რომას“ ფორვარდმა ფრანჩესკო ტოტიმ სირიაში ომის საწინააღმდეგო აქციაში მიიღო მონაწილეობა.
ფლეშმობს უწოდეს #EveryChildIsMyChild.

ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ვიდეომიმართვა ჩაწერა და ტვიტერზე გამოაქვეყნა.

აქციას „თითოეული ბავშვი – ჩემი ბავშვია“ ასევე შეუერთდნენ იტალიის ნაკრების ყოფილი წევრი ჯანლუკა ძამბროტა, „სასუოლოს“ მცველი ფედერიკო პელუზო და „მილანის“ მეკარე მარკო სტორარი.

4 აპრილს ადამიანი უფლებათა დამცველებმა სირიის პროვინცია იდლიბის ქალაქ ხან-შეიხუნში ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ აცნობეს.
თავდასხმის შედეგად 74 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის არანაკლებ 11 ბავშვი იყო.

 

მსგავსი თემები