LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველა ადამიანი ღვთის შვილია განურჩევლად რასისა და ეთნოსისა – დეკანოზი ილია ჭიღლაძე

159

დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში  გამოთქმულ რასისტულ მოსაზრებებს ეხმიანება, რომელიც სამებაში წყვილის ჯვრისწერას მოჰყვა. დეკანოზი საჭიროდ მიიჩნევს საკითხთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთოს.

“ამ ბოლო პერიოდში მოხდა რამდენიმე საჯარო შემთხვევა, მათ შორის თბილისის წმ. სამების საპატრიარქო ტაძარში ჯვარდაწერილი წყვილის მიმართ წამოსული შეუფერებელი რიტორიკა სოცქსელში. რაც აუცილებელს ხდის რასიზმის თემის შესახებ ორიოდე სიტყვა ვთქვა:

რასიზმი კაცობრიობის ისტორიაში ერთერთი ყველაზე სამარცხვინო და საშინელი მოვლენაა: კანის ფერი არ განასხვავებს ადამიანურ ბუნებას, ყველა ვართ ადამის შვილები, ადამის მოდგმა, მოწოდებულნი ღვთის შვილობისათვის და განღმრთობისათვის! კანის ფერის გამო ადამიანის სიძულვილი ადამიანს განაშორებს ღმერთს, რადგან ამით ადამიანი ღვთის ქმნილებას, ღვთის ხატებას და მსგავსებას იძულებს და გმობს. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ რასიზმი არაა მხოლოდ თეთრებს მიერ შავების სიძულვილი, არანაკლებია შავების მიერ თეთრების დისკრიმინაციის რეალობა დედამიწაზე. უნდა ვიცოდეთ, ელემენტარული ბიოლოგიური ჭეშმარიტება, რომ ადამიანის რასების ანთროპოლოგია განპირობებულია ბუნებრივი კლიმატური პირობებით და არ უკავშირდება არანაირად რაიმე საღვთისმეტყველო მიზეზებს. ყველა ადამიანი ღვთის შვილია განურჩევლად რასისა და ეთნოსისა,”- წერს სოციალურ ქსელში დეკანოზი ილია ჭიღლაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები