LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელების წარმოებას რეგლამენტი დაარეგულირებს

138
1553757415

2019 წლის 1-ელი აპრილიდან ტექნიკური რეგლამენტი − „ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმლის წარმოების ზოგადი წესისა და ნებადართული პროცესების, მასალებისა და ნივთიერებების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ” ამოქმედდება.

ტექნიკური რეგლამენტი მიზნად ისახავს ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელების წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციის ეტაპებზე რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრასა და მომხმარებელთა უფლებების დაცვას.

„ამ რეგლამენტის შემუშავება გათვალისწინებულია 2017 წელს „ვაზისა და ღვინის შესახებ” საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებებით. აქამდე ანალოგიური დოკუმენტი არსებობდა ღვინის წარმოებასთან მიმართებაში და საჭიროებამ მოიტანა გარკვეული რეგულაციები ამოქმედებულიყო ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელების წარმოების სფეროში, როგორებიცაა:  ბრენდი,  „ჭაჭა” და მაგარი სასმელები.  აღნიშნული რეგლამენტი ეფუძნება ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის OIV-ის რეკომენდაციებს,” – აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ.

ტექნიკურ რეგლამენტში მოცემულია ტერმინთა განმარტებები, აღწერილია მისი მიზნები, რეგულირების სფერო, რეგულირების ობიექტი, ზოგადი მოთხოვნები რეგულირების ობიექტების მიმართ, ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელების კატეგორიები და მათი წარმოების ზოგადი წესები, მოთხოვნები ეტიკეტირების, წარდგენის, ბაზარზე განთავსებისა და ოფიციალური დასახელების გამოყენების მიმართ და სხვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები