LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ყოველთვის იმას იღებ სამყაროსგან, რასაც იმსახურებ და არაა საჭირო საკუთარ მარცხში სხვისი დადანაშაულება” – სემ უოლტონის ცნობილი გამონათქვამები

180
wallton

ამერიკელი ბიზნესმენი, Walmart-ის შემქმნელი სემ უოლტონი, რომელიც 1985 წელს ამერიკის ყველაზე მდიდარ ადამიანად დასახელდა, არა მხოლოდ წარმატებული მეწარმე, არამედ კარგი თეორეტიკოსიც იყო, რომლის მიერ შემუშავებული პრინციპებით დღემდე სარგებლობენ საქმიან წრეებში.

ცნობილი ადამიანების ციტატები

fortuna.ge გთავაზობთ სემ უოლტონის ცნობილ ფრაზებს:

ყოველთვის იმას იღებ სამყაროსგან, რასაც იმსახურებ და არაა საჭირო საკუთარ მარცხში სხვისი დადანაშაულება.

წარმატების მიღწევა მარტივია, მისი შენარჩუნებისთვის კი, მუდმივი ზრდა და განვითარებაა საჭირო.

დააფასეთ თანამშრომლები და მათი საქმიანობა, რადგან არაფერი ჯობია გულწრფელ შექებას. კეთილი სიტყვა უფასოა, სამაგიეროდ უზარმაზარი ქონების მოტანა შეუძლია.

ყოველთვის აღნიშნეთ საკუთარი წარმატება, მაგრამ არასდროს მიანიჭოთ საკუთარ თავს ზედმეტი მნიშვნელობა.

იცურეთ დინების წინააღმდეგ, იპოვეთ საკუთარი გზა, რადგან სხვის გაკვალულ ბილიკზე სიარული არასდროს მოგიტანთ წარმატებას.

უერთგულეთ საკუთარ საქმეს. გჯეროდეთ საკუთარი წარმატების და სხვებიც დაიჯერებენ.

უმჯობესია აკონტროლოთ საკუთარი ხარჯი და არა კონკურენტების შემოსავალი.

ყოველთვის გაუზიარეთ ინფორმაცია თანამშრომლებს, რადგან რაც მეტი იციან, მით უფრო კარგად ესმით და რაც უფრო კარგად ესმით, მით უფრო ზრუნავენ საერთო საქმის წარმატებაზე.

არასდროს გადადოთ ხვალისთვის ის, რისი გაკეთებაც დღეს შეგიძლიათ და მანამდე არ მოეშვათ, სანამ ბოლომდე არ მიიყვანთ.

გონიერ ხელმძღვანელს არასდროს აშინებს მასზე ჭკვიანი თანამშრომლები, რადგან იცის, რომ მათთან ერთად უფრო მარტივია წარმატების მიღწევა, ვიდრე მათ გარეშე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები