LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყოველდღიურად ვამყარებთ ანტირეკორდებს პანდემიის მართვაში: ვახტანგ კალოიანი

131
ვახტანგ კალოიანი

სავალდებულო ვაქცინაციისა და აქტიური საინფორმაციო კამპანიის გარეშე წინ მძიმე თვეები გველოდება და მთელი წელი მოგვიწევს დიდი ადამიანური დანაკარგებით წრეზე სიარული – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა ვახტანგ კალოიანმა სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა.

კალოიანის განცხადებით, პანდემიის მართვაში ყოველდღიურად მყარდება ანტირეკორდები და საქართველო ერთ-ერთი ლიდერია გარდაცვალების მხრივ.

“ეს დინამიკა არ შეწყდება, არ შემცირდება არც ინფიცირებულთა რაოდენობა და არც გარდაცვლილთა, მანამ სანამ ხელისუფლება არ დაანებებს თავს პოპულისტურ, პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებების მიღებას პანდემიის მართვასთან დაკავშირებით” – აცხადებს კალოიანი

მისი განცხადებით, სასწრაფოდ არის გადასადგმელი რამდენიმე ნაბიჯი, რასაც “ევროპული საქართველო” ჯერ კიდევ მარტიდან მოუწოდებდა ხელისუფლებას.

“პირველი ეს არის ინტენსიური საინფორმაციო კამპანიის წარმოება, მეორე სავალდებულო ტესტირება ან სავალდებულო ვაქცინაცია მაღალ რისკ ჯგუფებში” – აცხადებს კალოიანი

“ევროპულ საქართველოში” აუცილებელ ნაბიჯად მიიჩნევენ მობილური ჯგუფების მობილიზაციასა და ვაქცინების მიტანას მაქსიმალურად ახლოს საზოგადოებასთან და მიზანმიმართულ საგანმანათლებლო კამპანიას.

“როგორც ეტყობა პრემიერი ღარიბაშვილი და “ქართული ოცნება”  ანტივაქსერებთან ბევრად უფრო ახლოს გრძნობს თავს ვიდრე თანამედროვე მედიცინის ძირითად პრინციპებთან” – აცხადებს კალოიანი

მისი თქმით, “ქართული ოცნების” მთელი პოლიტიკა ეპიდემიის მართვაში არის ერთგვარი კვერის დაკვრა და სიამოვნება ანტივაქსერული ჯგუფებისა, რის ფასსაც ვიხდით ჩვენ ყოველდღიურად 80 ადამიანის გარდაცვალებით დღეში და უამრავი ადამიანის ინფიცირებით.

პოპულალურები