LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყოფილი ქარხნის მუშა: ბიძინა ივანიშვილი კორონავირუსთან ბრძოლაში მსოფლიოს ყველაზე გულუხვი დონორია

310
ivanishvili

„ყოფილი ქარხნის მუშა COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში მსოფლიოში ყველაზე გულუხვი დონორია“ – სტატიას ამ სათაურით ბრიტანული გამოცემა Telegraph აქვეყნებს.

გამოცემის ინფორმაციით, ერთ სულ მოსახლეზე შეფარდებით ბიძინა ივანიშვილის მიერ StopCov ფონდში გადარიცხული 100 მილიონი ლარი ყველაზე მსხვილი დონაციაა პანდემიასთან ბრძოლაში.

„64 წლის მაგნატმა, რომლის ქონება (4 მილიარდი გირვანქა სტერლინგი) საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის მესამედს შეადგენს, 30 მილიონი დოლარის ოდენობის შეწირულობა გაიღო, რაც 3,9 მილიონიანი მოსახლეობის ქართველზე ქვეყნაში სულ მოსახლეზე 7.51 დოლარს შეადგენს“, – ვკითხულობთ სტატიაში.

4 შვილის მამა, რომლის ერთ-ერთი ვაჟი – ბერა საქართველოში ცნობილი რეპერია. ივანიშვილი გახლავთ ქარხნის მუშის შვილი, ქონება რუსეთში პრივატიზაციის პერიოდში ბიზნესების შესყიდვის და შემდეგ დიდი მოგებით გაყიდვის შედეგად დააგროვა“, – წერს სტატიის ავტორი, კამილა ტომინეი.

 

 

სტატიაში საუბარია სხვა მილიარდერებზეც, რომლებიც კორონავირუსისგან დაზარალებურ ქვეყნებს ეხმარებიან.

მე­ო­რე ად­გილ­ზეა ავ­სტრა­ლი­ე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი ენ­დრიუ ფო­რეს­ტი, მეტ­სა­ხე­ლად Twiggy, რო­მელ­მაც გა­ი­ღო 25,5 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი, ანუ 3,93 დო­ლა­რი სულ მო­სახ­ლე­ზე.

მე­სა­მე ად­გილ­ზეა Twitter-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ჯეკ დორ­სი, რომ­ლის მი­ლი­არ­დი დო­ლა­რის ოდე­ნო­ბის შე­ნა­ტა­ნი აშშ-ის სულ მოსახლეზე 3,01 დო­ლა­რია.

აღსანიშნავია, რომ Microsoft-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ბილ გე­ით­სი და მისი მე­უღ­ლე მე­ლინ­და, რო­მელ­თა შე­ნა­ტა­ნი 255 მი­ლი­ონ დო­ლარს შეად­გენს, სი­ა­ში მე-9 ად­გილ­ზე არი­ან.

სიის მეათე ადგილს იკავებს  Amazon-ის მფლო­ბე­ლი ჯეფ ბე­ზო­სი და ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი კომ­პა­ნი­ის Dell Inc მფლო­ბე­ლი მა­იკლ დელი (100-100 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი).

სტატიის  ავ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს, ისი­ნი არი­ან მი­ლი­არ­დე­რე­ბი, რომ­ლებ­მაც ქო­ნე­ბის ტოლ­ფა­სი სახ­სრე­ბი გა­ი­ღეს მსოფ­ლი­ო­ში COVID-19-ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში და­სახ­მა­რებ­ლად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები