LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთ დროს მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა ციხე დატოვა

1087
dc5b10a4bc9c3adafc5bc253f7470115beabe295-1

მსოფლიოში ერთ დროს უმდიდრესი კაცი ეიკე ბატისტა ციხიდან გამოვიდა. ინფორმაციას France24 ავრცელებს.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მაგნატის დაკავება კონსტიტუციას ეწინააღმდეგება და უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევს.

62 წლის ბატისტას 2018 წელს კორუფციისა და ფულის გათეთრების ბრალდების გამო 30 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ის ასევე დამნაშავედ ცნეს ყოფილ გუბერნატორ სერხიო კაბრალისთვის 16 მილიონი დოლარის ოდენობის ქრთამის მიცემისთვის.

გამოცემა „ფორბსის“ მონაცემებით, 2011 წელს ეიკე ბატისტა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში მერვე ადგილს იკავებდა. მისი ქონება კი ბრაზილიაში უმსხვილესად მიიჩნეოდა – მისი კაპიტალი 33 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენდა. ბატისტას შემოსავლის წყაროს ნავთობი იყო, კომპანია OGX. თუმცა 2013 წელს ბატისტამ თავისი ქონების 90% დაკარგა, რადგან ნავთობს ეძებდა იქ, სადაც არ იყო. გაკოტრების შემდეგ, ის „ფორბსის“ მილიარდერების სიიდან გაირიცხა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები