LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყირიმისა და სევასტოპოლის ანექსიის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციები 1 წლით გახანგრძლივდა

82

ყირიმისა და სევასტოპოლის ანექსიის გამო, რუსეთისთვის დაწესებული სანქციები ევროკავშირმა ერთი წლით გაახანგრძლივა. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. შემზღუდავი ზომები 2019 წლის 23 ივნისამდე გაგრძელდა.

სანქციები ევროპულ კომპანიებსა და ევროკავშირის მოქალაქეებს ყირიმსა და სევატსოპოლში ინვესტიციების განხორციელებას, ექსპორტს, ანექსირებული ტერიტორიებიდან პროდუქტების იმპორტს, ტურისტული მომსახურებით სარგებლობას უკრძალავს.

ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი უცვლელია.

„რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ სევასტოპილის უკანონო ანექსიიდან ოთხი წლის შემდეგ, ევროკავშირი ადასტურებს, რომ არ აღიარებს ამას და გმობს საერთაშორისო სამართლის დარღვევას,”- აღნიშნულია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები