LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყირიმის ნახევარკუნძულზე აფეთქებების სერიის ფონზე, რუსეთმა შავი ზღვის ფლოტის მეთაური შეცვალა – „როიტერი“

324
შავიზღვისფლოტი

ყირიმის ნახევარკუნძულზე მომხდარი აფეთქებების სერიის ფონზე, რუსეთმა შავი ზღვის ფლოტის მეთაური შეცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ რუსულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც სააგენტო „რია ნოვოსტი“ თავის წყაროზე დაყრდნობით წერს, შავი ზღვის ფლოტის მეთაურის პოსტზე იგორ ოსიპოვი ვიცე-ადმირალმა ვიქტორ სოკოლოვმა შეცვალა. გამოცემის ცნობით, ახალი მეთაური ფლოტის სამხედრო საბჭოს სევასტოპოლში წარუდგინეს.

როგორც „როიტერი“ აღნიშნავს, თუ ინფორმაცია დადასტურდა, ეს უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბური ომის დაწყებიდან, რუსეთში სამხედრო სარდლობაში ყველაზე მაღალი დონის საკადრო ცვლილება იქნება.

16 აგვისტოს, დილით აფეთქებები მოხდა უკანონოდ ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულზე მდებარე ქალაქ ჯანკოის სამხედრო საწყობში, რასაც რუსეთის ხელისუფლებამ დივერსია უწოდა. მანამდე კი, 9 აგვისტოს აფეთქებები მოხდა სამხედრო აეროდრომზე, რის შედეგადაც განადგურდა სამხედრო თვითმფრინავები. უკრაინის ხელისუფლებას რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმის ტერიტორიაზე მომხდარ აფეთქებებზე ოფიციალურად პასუხისმგებლობა არ აუღია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები