LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყირიმის ხიდის აფეთქების შედეგად რუსებს საწვავი მალე ამოეწურებათ – Sky News

79
BeFunky-collage (36)

ყირიმის ხიდის აფეთქების შედეგად რუსებს საწვავი მალე ამოეწურებათ – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Sky News ავრცელებს.

როგორც მედია იუწყება, რუსები ვეღარ შეძლებენ სამხედრო ნაწილების გადაადგილებას.

საგულისხმოა, რომ შორ მანძილზე გათვლილი იარაღის წარმოება ძვირი ჯდება და რუსეთმა ამის საკმაოდ დიდი მარაგი უკვე გამოიყენა. ოკუპანტმა ასევე გააძლიერა თავისი არსენალი ირანის მიერ მიწოდებული შაჰიდის თვითმფრინავებით.

გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ, რომ თუ უკრაინელები რუსებს უკან დახევას სწრაფად აიძულებენ, ოკუპანტებს შესაძლოა ტექნიკის დატოვება და ფეხით გაქცევა მოუწიოთ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

 

ამავე თემაზე:

მედია: კიევის ცენტრში აფეთქებებს მსხვერპლი მოჰყვა, არიან დაშავებულებიც

ზელენსკი: უკრაინაში განგაშის ხმა არ წყდება. რაკეტები ცვივა. გთხოვთ, არ დატოვოთ თავშესაფრები

უკრაინის მასშტაბით განგაშის სიგნალებია – კიევში არიან დაღუპულები და დაჭრილები

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები