LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,Yesterday – სამყარო ბითლზის გარეშე” – დღეს კინოთეატრებში პრემიერაა

997
yesterday-news-121

,,Yesterday – სამყარო ბითლზის გარეშე”, რიჩარდ კერტისის სცენარით და დენი ბოილის რეჟისურით შექმნილი კიდევ ერთი რომანტიკული კომედიაა, ფანტასტიკის ელემენტებით, რომელიც ქართულ კინოთეატრებში 19 სექტემბრიდან გამოჩნდება.

ფილმის სიუჟეტი ბრიტანეთში მცხოვრები იმედგაცრუებული მუსიკოსის, ჯეკ მალიკის ისტორიაზეა აგებული, რომელსაც ავტობუსი დაეჯახება, ცნობიერების დაკარგვის შემდეგ კი აღმოაჩენს, რომ მთელ დედამიწაზე ერთადერთია ვინც  Beatles -ის მუსიკა იცის. ამ საოცარი შესაძლებლობის გაცნობიერების შემდეგ, იწყებს ლეგენდარული Beatles – ის მუსიკის დაკვრას და მთელ მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსი ხდება. გარკვეულ ეტაპზე  კი ჯეკი გრძნობს, რომ ჩამოშორდა საყვარელ ადამიანს, ელის, რომელსაც აშინებს ჯეკის ცნობადობა და იმასაც ხვდება, რომ საყვარელი მამაკაცი მუსიკას იპარავს. თუ როგორ დასრულდება ფილმის მთავარი გმირის თავგადასავალი,  რა გადაწყვეტილებას მიიღებს ის და დაიბრუნებს თუ არა სამყარო ლეგენდარული ლივერპულელი ოთხეულის შემოქმედებას, 19 სექტემბერს დიდი ეკრანებიდან შევიტყობთ.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები