ყაზბეგში მოგზაურობისას ესტონელი ტურისტი მოულოდნელად ცუდად გახდა და მისი სასუნთქ აპარატზე შეერთება გახდა საჭირო. 

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ,  ხუთკაციანი ქვეითი სამაშველო ჯგუფი ადგილზე მალევე გაემგზავრა და 54 წლის ესტონელი ტურისტი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამჟამად მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

სააგენტოში განმარტეს, რომ უამინდობის გამო, მეტეოსადგურის მიმართულებით, ვერტმფრენით ვერ გაფრინდებოდნენ, ამიტომ ქვეითი ბრიგადის გაგზავნა გახდა საჭირო.

 

 

 

მაია მამულაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები