LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყაზბეგში მოთოვა [ვიდეო]

1367
e63eba4a60c5a7383338249762b2606c-XL

წუხალ, ყაზბეგში თოვლი მოვიდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილზე მყოფები “ფეისბუქის” მეშვეობით ავრცელებენ. თიკო ვარძუკაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოსაც აქვეყნებს და წერს, რომ ყაზბეგისთვის აგვისტოში თოვლი უცხო არ არის.

„ხალხო გაიგეთ ყაზბეგში გვაქვს წელიწადის ერთი დრო- ზამთარი! ი ვსო! როცა უნდა მოთოვს, აქ ხვალ გზა თუ ჩაიკეტება არავის გაგვიკვირდება, რაც შეეხება ჩემს ვიდეოს, ნამდვილია და ჩემს გარდა კიდევ 3 კაცი იყო მოწმე,“ – წერს ვიდეოს ავტორი.

“ფეისბუქზე” ჟურნალისტი შორენა მარსაგიშვილი იხსენებს, რომ ყაზბეგში 8 აგვისტოს, წინა წელსაც თოვდა.

რაც შეეხება ამინდის პროგნოზს, სინოპტიკოსები თოვლს არა, თუმცა წვიმას პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა კი +9 გრადუსიდან 16 გრადუსამდე იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები