LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყატარის ავიახაზები“ თბილისსა და დოჰას შორის ფრენების სიხშირეს ზრდის

74

„ყატარის ავიახაზები“ დოჰა-თბილისი-დოჰას მიმართულებით ზრდის ფრენის სიხშირეს და მიმდინარე წლის 1 მაისიდან რეგულარულ რეისებს დღეში ორჯერ შეასრულებს.

განახლებულ ფრენის განრიგს ავიაკომპანია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში უახლოეს დღეებში წარადგენს. ავიარეისები Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.

თბილისის მიმართულებით ფრენების ინტენსივობის გაზრდის შესახებ „ყატარის ავიახაზების“ მესვეურებმა ავიაკომპანიის საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლის ხუთი წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ მიღებაზეც ისაუბრეს.

ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს შორის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, „ტავ ჯორჯიას,“ „საქართველოს აეროპორტების გაერთიანიებისა“ და მსხვილი ტურ-ოპერატორების პირველი პირები იყვნენ.

როგორც ავიაკომპანიის აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის უფროსმა კომერციულმა მენეჯერმა ჯოვანი სიმონინმა შეხვედრაზე აღნიშნა, „ყატარის ავიახაზები“ დადებითად აფასებს საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირების 5 წლიან პერიოდს, ასევე ავიაკომპანიის ადგილობრივი წარმომადგენლობის წარმატებულ საქმიანობას მგზავრთა მოზიდვის თვალსაზრისით.

ავიაკომპანიის ინფორმაციით, როგორც საქართველოს, ისე ყატარისა და მთლიანად შუააღმოსავლეთის რეგიონის მგზავრების მხრიდან მოთხოვნა დოჰა-თბილისი-დოჰას მიმართულებაზე  წლიდან წლამდე განუხრელად იზრდება.

„ყატარის ავიახაზები“ საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2012 წლის თებერვალში შემოვიდა.

ხუთ ვარსკვლავიანმა ავიაკომპანიამ ოპერირება დოჰა-ბაქო-თბილისი თბილისი-ბაქო-დოჰას საჰაერო ხაზზე კვირაში 7 სიხშირით დაიწყო, 2016 წლის დეკემბრიდან კი 4 ახალი სიხშირე დაამატა შუალედური (ბაქო) პუნქტის გარეშე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები