LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყატარის ავიახაზები“ ფრენების სიხშირეს ზრდის

68

ავიაკომპანია „ყატარის ავიახაზები“ დოჰა-თბილისი-დოჰას მიმართულებით ფრენის სიხშირეს ზრდის.

ამასთან, კომპანია მიმდინარე წლის 15 დეკემბრიდან რეგულარულ რეისებს, ნაცვლად 7 სიხშირისა,  კვირაში 11 სიხშირით შეასრულებს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას ფრენების შესრულებისათვის აუცილებელი ნებართვა უკვე მიენიჭა.

ავიაკომპანიის მიერ დამატებულ ოთხ ახალ სიხშირეზე რეგულარული ფრენები უშუალოდ დოჰასა და თბილისს შორის, შუალედური პუნქტის – ბაქოს გავლის გარეშე განხორციელდება.

საჰაერო მიმოსვლის განხორციელების მიზნით სააგენტოში შემოტანილი განაცხადის მიხედვით, დოჰა-ბაქო-თბილისი-ბაქო-დოჰა საჰაერო ხაზზე ოპერირებას „ყატარის ავიახაზები“ ჩვეული განრიგის მიხედვით, ყოველდღიურად გააგრძელებს, დოჰა-თბილისი-დოჰას დამატებითი რეისები კი ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას  შესრულდება. ფრენები Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.