LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყანდაურაში კაცმა შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა

961
ყვითელი ლენტი

მკვლელობა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურაში – 85 წლის მამაკაცმა შვილი, რძალი და ორი მეზობელი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. ასევე დაჭრილია ცოლიც, რომელიც ავადმყოფობის გამო ლოგინად იყო ჩავარდნილი. მას სამედიცინო დახმარება უტარდება.

მეზობლების გადმოცემით, კაცმა ჯერ შვილსა და რძალს ესროლა, შემდეგ კი დასახმარებლად შესული მეზობელი დედა-შვილიც მოკლა.

შემთხვევა სოფელში დღეს დილით მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობა ოჯახურ კონფლიქტს უკავშირდება.

ადგილობრივების თქმით, მის დასაკავებლად განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მობილიზება გახდა საჭირო. რა გახდა მკვლელობის ზუსტი მიზეზი, გამოძიება დაადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები