LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წყნეთის ტყეს განადგურება ემუქრება

396

საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია, აცხადებს, რომ წყნეთის ტყეს განადგურება ემუქრება.

როგორც მათ “ფეისბუქ” გვერდზე ვკითხულობთ, თბილისი-წყნეთის საავტომობილო გზის მთელ გაყოლებაზე ხეები მოუვლელობისგან არის გამხმარი.

მათივე განცხადებით, ეს პროცესი ტყის სიღრმეშიც შეინიშნება.

“აშკარაა, რომ წყნეთის ტყეს ემუქრება განადგურების საფრთხე. რაც თბილისს ეკოკატასტროფის წინაშე დააყენებს. მივმართავთ თბილისის მერიას მიიღოს შესაბამისი ზომები უნიკალური მწვანე საფარის გადასარჩენად”, – ნათქვამია მათ განცხადებაში.

ასოციაციაა, ტყის ფოტოებსაც ავრცელებს.

 

პოპულალურები