LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წყალტუბოს ცენტრში არსებული კუნძული, წყლის არხებით, ხიდებით და ხეივნებით – ნახეთ ქალაქის ულამაზესი პარკი (ფოტოები)

1232
88316793-599834880600725-2016400241103732736-n

წყალტუბოს ტურიზმის ცენტრი სოციალური ქსელის მომხმარებლებს წყალტუბოს ცენტრალურ პარკს აცნობს და აღნიშნულ ქალაქში ჩასვლისკენ და დასვენებისკენ მოუწოდებს.

„წყალტუბოს ცენტრალური პარკი 78 ჰექტარზეა გაშლილი. პარკი გახლავთ ქალაქის ცენტრში არსებული კუნძული, რომელიც გარშემორტყმულია წყლის არხებით. მის ტერიტორიაზე განთავსებულია აბაზანები, რომლებიც მინერალური წყლით მარაგდება მიწისქვეშა წყაროებიდან. ასევე აქ დაგხვდებათ შადრევნები, სილამაზის წყარო, გასართობი ატრაქციონები, ჩოგბურთის კორტები და 900 მაყურებელზე გათვლილი საკონცერტო დაბაზი „ივერია“.

პარკი თავისი საფეხმავლო ბილიკებით, წყლის არხებით, ხიდებითა და ულამაზესი ხეივნებით, მარადმწვანე და იშვიათი ხეებით, დეკორატიული ყვავილნარებითა და რბილი სუბტროპიკული კლიმატით, ქალაქში არაჩვეულებრივ გარემოს ქმნის დასვენებისათვის“, – აცხადებენ წყალტუბოს ტურიზმის ცენტრში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები