LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება – გაეცანით ამ გეგმას

197
1c4b5c16464d0086e6fe1b3bcfe77947

ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტრო წყალტუბოს განვითარებას 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით აპირებს. საკითხზე დღეს ეკონომიკის მინისტრმა ისაუბრა. ნათია თურნავას თქმით, წყალტუბოს განვითრების პროექტის საჯარო განხილვა დაიწყო.

რაც შეეხება თავად 6 პუნქტიან გეგმას, ასეთია:

გაიცანით წყალტუბო - უნიკალური კადრები ოქროსფერი კურორტიდან (ფოტოები)

მიტოვებული სანატორიუმები, უფუნქციოდ დარჩენილი უნიკალური შენობები და ბუნება, რომელიც ერთი ნახვით აგღაფრთოვანებთ

„1. კურორტი წყალტუბოს გენერალური გეგმის მომზადება. 2. კურორტის ინფრასტრუქტურული განვითარება, წმინდა ინფრასტრუქტურული პროექტები. 3. წყალტუბოს ტერიტორიაზე სხვადასხვა ყოფილ სანატორიუმსა თუ შენობაში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ღირსეული საცხოვრისის შეთავაზება. 4. კურორტის ერთიანი ადმინისტრირება და მართვა. 5. მრავალწლიანი მარკეტინგული გეგმის მომზადება და განხორციელება. 6. კურორტის მთავარი სიმდიდრის, სამკურნალო წყლის კერძო სექტორისთვის მიწოდების, ერთიანი მოდელის ჩამოყალიბება და მართვა – ეს არის ძირითადი 6 პუნქტი, რაზეც სახელმწიფო არის პასუხისმგებელი ამ მასშტაბურ პროცესში“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები