LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წყალდიდობის გამო ავსტრალიაში ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

წყალდიდობა ავსტრალია

ავსტრალიაში, ქუინსლენდის შტატში წყალდიდობის გამო, ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

როგორც შტატის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, ბოლო 24 საათის განმავლობაში 18 სამაშველო ოპერაცია ჩატარდა, რომლის შედეგად 1 100 ადამიანის ევაკუირება მოხდა.

ქუინსლენდის შტატის პრემიერის ანასტასია პალაშუკის განცხადებით, წყალდიდობის შედეგად რამდენიმე ათასი სახლი დაიტბორა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები