LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წყალდიდობამ, საფრანგეთსა და იტალიაში, სახლები წაიღო

157
ავცადცვდ

სამხრეთ საფრანგეთსა და ჩრდილოეთ იტალიაში, წყალდიდობას, ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. თუმცა, მაშველები ათობით გაუჩინარებულს კვლავ ეძებენ. სამძებრო სამუშაოებში სამხედროები და მეხანძრეები მონაწილეობენ. საფრანგეთის ხელისუფლებამ მათ დასახმარებლად დამატებით, ოთხი ვერტმფრენი გაგზავნა.

იტალიის რეგიონების, პიემონტისა და ლიგურიის ხელისუფლება მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას სთხოვს.

შტორმი “ალექსი” საფრანგეთსა და იტალიაში პარასკევს, 2 ოქტომბერს დაიწყო. წყლის ნაკადებმა ხიდები და სახლები წალეკა. ახლა კი, მაშველები დაზარალებულების დახმარებას ცდილობენ, რომელთაგან ბევრმა თითქმის მთელი ქონება დაკარგა.

ლაჟვარდოვან კოტზე, ნალექების წლიური, მხოლოდ ნახევარ დღეში, საშუალო რაოდენობა 500 მილიმეტრია. საფრანგეთის პრემიერ მინისტრის, ჟან კასტექსის თქმით, ქვეყანაში ასეთი წვიმები არასდროს ყოფილა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები