LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“წვრილმანი ჟულიკები“ და ხულიგნები თავის პარტიაში მოიკითხოს ბატონმა აკაკი მინაშვილმა, სხვა ოპოზიციური პარტიები უფრო მეტს აკეთებენ მელიას გასათავისუფლებლად, ვიდრე მისი საკუთარი პარტია” – სერგო ჩიხლაძე

39
1602236161-5f8035dc36855

“სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთმა ლიდერი სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ სხვა ოპოზიციური პარტიები უფრო მეტს აკეთებენ ნიკა მელიას გასათავისუფლებლად, ვიდრე მისი საკუთარი პარტია.

მისივე თქმით, ნიკა მელიას გასათავისუფლებლად არსებობს ორი მექანიზმი – გირაო და ამნისტია,”ნაციონალური მოძრაობა” კი ორივეზე უარს ამბობს.

„ძალიან სამწუხაროა, როდესაც პოლიტიკოსი სხვა პოლიტიკოსზე, მითუმეტეს, პარტნიორები ვიყავით რამდენიმე დღის წინ, ასეთ შეფასებებს აკეთებს. “წვრილმანი ჟულიკები“ და ხულიგნები თავის პარტიაში მოიკითხოს ბატონმა აკაკი მინაშვილმა. ბატონ მინაშვილის გარდა მოლაპარაკებებზე ათი, თერთმეტი სხვა ადამიანი იყო და ყველა ერთხმად ამბობს იმას, რასაც გიორგი ვაშაძე და ჩვენც ვამბობთ. მეც ვიყავი ზოგიერთ მოლაპარაკებაზე, როცა ბატონი გიორგი არ იყო. შესაბამისად, მეც ვადასტურებ, რომ ამნისტიასთან დაკავშირებით არანაირი მათი მოსაზრება, წინააღმდეგობა, მოლაპარაკების მაგიდასთან, არც დანიელსონი როცა ატარებდა ამას, არც შარლ მიშელის დროს, არ ჰქონიათ. მათ ჰქონდათ მოსაზრებები და ჭმუნვები ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით. აქ იყო გარკვეული პოზიციები, მაგრამ ამნისტიასთან დაკავშირებით მოლაპარაკების მაგიდაზე მათ საწინააღმდეგო არ დაუდგენიათ. ერთ რამეს ვიტყვი, ხელს თუ არ გვიწყობენ, ხელს მაინც ნუ შეგვიშლიან ნიკა მელიას გათავისუფლებაში. ორი მექანიზმი არსებობს გირაო და ამნისტია. თუ ორივეზე უარს ამბობენ და არც ერთი არ მოსწონთ, მესამე თვითონ თქვან მაშინ, როგორ წარმოუდგენიათ, რომ ნიკა მელია გათავისუფლდება. თქვეს ეს მექანიზმი სადმე? არსად არ უთქვამთ, არ არსებობს სხვა მექანიზმი და ხელს ნუ შეგვიშლიან, ამას ბოლომდე მივიყვანთ. მელიაც თავისუფალი იქნება და სხვა არანაკლები მნიშვნელობის პუნქტები შესრულებული იქნება. ჯობია, გაჩერდნენ მაინც და დესტრუქციის მაგივრად ხელი მაინც არ შეგვიშალონ ამ პროცესში, თუ მათ სხვა ალტერნატივა არ აქვთ. როგორც ჩანს, არ აქვთ ალტერნატივა.

საერთოდ როგორ ფიქრობენ ნიკა მელიას გამოყვანას. ისეთი მდგომარეობაა, როდესაც სხვა ოპოზიციური პარტიები უფრო მეტს აკეთებენ მელიას გასათავისუფლებლად, ვიდრე მისი საკუთარი პარტია, რომელიც ყველა არსებულ მექანიზმზე უარს ამბობს. მაშინ დაგვანახონ რა არის ეს მეოთხე, მეხუთე მექანიზმი” , – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები