LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წვიმა, სეტყვა, ქარი: 28 ივლისიდან ამინდი უარესდება

102
1593024000-188725

28 ივლისს, დღის ბოლოდან 30 ივლისამდე ამინდი უარესდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ პერიოდში  საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია აღინიშნოს ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.

მათივე ცნობით,  მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები