LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წვიმა, ქარი, თოვლი – როგორი ამინდი გველის უახლოეს დღეებში

122217-blog-clever-winter-activities-data-4203894

მთელი საქართველოს მასშტაბით , უახლოესი 3 დღის განმავლობაში, არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. 26 დეკემბრის ჩათვლით, სინოპტიკოსები, წვიმას, ქარს და მთაში თოვლს პროგნოზირებენ.

24 დეკემბერ

დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში წვიმაა მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან წვიმა და მთაში თოვლი. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში. დასავლეთ საქართველოს დაბლობში ხვალ უმეტეს რაიონებში ღამით 6, ხოლო დღის განმავლობაში 9 გრადუსია მოსალოდნელი. რაც შეეხება მთას, ღამით ყინვა -1, ხოლო დღისით 5 გრადუსია მოსალოდნელი.

აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ზოგან წვიმა, მთაში თოვლი. ბარში მოსალოდნელია ღამის განმავლობაში 3 გრადუსი სითბო, ხოლო დღისით 10 გრადუსი. რაც შეეხება მთას, ღამის საათებში ყინვა -2, ხოლო დღისით 6 გრადუსი სითბო იქნება.

თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ღამით 2 გრადუსი სითბო იქნება. რაც შეეხება ხვალინდელ დღეს, ხვალ მზე და 8 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი.

 

25 დეკემბერ

დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 15 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 10 გრადუსამდე შენარჩუნდება.

თბილისში იქნება უმეტესად უნალექო ამინდი, დროგამოშვებით მოიმატებს ღრუბლიანობა. ჰაერის ტემპერატურა გათბება ღამით 3, ხოლო დღისით 9 გრადუსამდე.

 

26 დეკემბერ

დასავლეთ საქართველოში უმეტეს რაიონებში კვლავ წვიმა იქნება. ჰაერის ტემპერატურა 12 გრადუსამდე დაიწევს. ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში პირიქით, 13 გრადუსამდე მოიმატებს.

თბილისში იქნება ცვალებადი მიმართულების ქარი. დღისით შესაძლებელია მცირე წვიმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები