LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წვიმა, ელჭექი, სეტყვა, ქარი: ხვალიდან ამინდი უარესდება

175
13177608-1719994001614523-8374001286383049205-n

ხვალიდან, 1 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან 4 აგვისტომდე საქართველოში ამინდი მკვეთრად უარესდება. მის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს

მათი ცნობით, აღნიშნულ პერიოდში, დროგამოშვებით მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, ასევე ელჭექი და სეტყვა, გაძლიერდება ქარიც, ზღვაზე კი 2-3 ბალიან ღელვას უნდა ველოდოთ.

ამასთან, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე და მშრალ ხევებში წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

პოპულალურები