LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წულუკიანი: „ჩვენი სურვილია, აღვადგინოთ ქართული სპორტის მუზეუმი, ქართული სპორტი ამას იმსახურებს“

59
თეა

კულტურისა და სორტის სამინისტროს სურვილია, ქართული სპორტის მუზეუმი აღდგეს. ამის შესახებ განცხადება სპორტისა და კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გააკეთა.

თეა წულუკიანმა ყოფილი სპორტის მუზეუმის თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა და მუზეუმის ფონდების მდგომარეობას გაეცნო. შეხვედრა გაიმართა საქართველოს ეროვნული მუზეუმის შენობაში, რომელსაც სპორტის მუზეუმი 2018 წელს შეუერთდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე.

ვინაიდან სპორტის მუზეუმს აღარ გააჩნია საკუთარი ფართი, ფონდები დროებით ეროვნული მუზეუმის ერთ-ერთ დარბაზშია განთავსებული.

მინისტრის განცხადებით, ყველა ექსპონატი სათანადოდ მოვლილი და შენახულია, რაც ყოფილი სპორტის მუზეუმის თანამშრომლების დამსახურებაა, მაგრამ ქართული სპორტი იმსახურებს იმას, რომ მუზეუმის ექსპონატები ფონდებში კი არ ინახებოდეს, არამედ იყოს გამოფენილი და ხელმისაწვდომი ახალგაზრდა თაობისათვის. ამიტომაც, სამინისტრო გეგმავს სამუშაო პროცესის წამოწყებას, რომლის მიზანიც სპორტის მუზეუმის აღდგენა და მისთვის შესაბამისი ფართის გამონახვაა.

„2018 წელს სპორტის მუზეუმი გაერთიანდა ეროვნულ მუზეუში. ჩვენ დღეს გვქონდა შესაძლებლობა, რომ გვენახა ის ფონდები, რომლებსაც არც მზრუნველობა აკლია და არც მეთვალყურეობა, მაგრამ ჩვენი სპორტსმენები და ქართული სპორტი იმსახურებს იმას, რომ ს ფონდები შენახული იყოს არა ფონდებში, არამედ გამოფენილი იყოს და ახალ თაობას ხელი მიუწვდებოდეს ამ ექსპონატებზე.

ამიტომაც ჩვენი მიზანია, რომ გამოვყოთ სივრცე და სპორტის მუზეუმს ჰქონდეს თავისი საექსპოზიციო და მისთვის შესაფერისი დარბაზი. 

თემაზე ჩვენ იმ თანამშრომლებთან ერთად გავაგრძელებთ მსჯელობას და მუშაობას, რომლებიც მრავალი წელია სპორტის მუზეუმში მუშაობენ და დღემდე იცავენ ჩვენი დიდი სპორტსმენების თასებს, პრიზებს და სხვა დოკუმენტურ მასალას, რომელიც ქართული სპორტის განვითარებისთვის მომავალშიც ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს“. – განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2020 წლის 19 აპრილის ბრძანებით საქართველოს ეროვნული მუზეუმის ბაზაზე ჩამოყალიბდა ოთხი მუზეუმი/მუზეუმთა ჯგუფი, რომელთა შორის ერთ-ერთი არის სწორედ სპორტის მუზეუმი. ამავე გადაწყვეტილების თანახმად, მუზეუმის მმართველი ორგანო გახდა ამ მუზეუმთა/მუზეუმთა ჯგუფების დირექტორთა 4-კაციანი საბჭო. დირექტორატის საქმიანობის კოორდინაციას ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი უწევს, თუმცა ზემოხსენებული 4 მუზეუმის/მუზეუმთა ჯგუფის ხელმძღვანელებს მათდამი დაქვემდებარებული ორგანიზაციების ფონდების, კოლექციებისა და საკადრო რესურსის მართვა დამოუკიდებლად შეუძლიათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები